მდინარე ალაზანში 60 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

მდინარე ალაზანში 60 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი საქონელს მწყემსავდა. მათივე ცნობით, მამაკაცმა მდინარის სხვა მხარეს გადასვლა ცხენით სცადა, თუმცა დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.