დღეს ევროპული საქართველო თავმჯდომარესა და გენმდივანს აირჩევს

ევროპული საქართველოს ყრილობა 10 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება,  სადაც პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს აირჩევენ.

ინფორმაციისთვის, პარტიაში თანამდებობები მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.