მტკვარში 54 წლის რუსთაველ ქალს ეძებენ

მაშველები მტკვარში 54 წლის რუსთაველ ქალს ეძებენ. 

TV4-ის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში თბილისის სამაშველო სამსახურიც არის ჩართული, რადგან დაკარგული ბოლოს დედაქალაქში ნახეს.

როგორც ოჯახმა TV4-ს რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ლამზირა ლობჯანიძე სახლიდან 2 აპრილს 17:30 საათზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა.