„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.
„ეს არის ძალიან არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანებს კარანტინში უშვებს და ამით, მათ უსაფრხოებსაც პრობლემებს უქმნის. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ძალიან არასწორ პოლიტიკაზე, რომელიც ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ გვაქვს. პირველ რიგში, კარანტინის წესი არის შესაცვლელი. მაგალითად, თუ ჩვენს მინისტრებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და აცრის გარეშე, ყოველგვარი კარანტინის და თვითშეზღუდვის გარეშე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ეს რომ ადრე გავრცელებულიყო, შესაძლოა, ეს ტრაგედია თავიდან აგვერიდებინა“, – განაცხადა კაპანაძემ.