ეპიდვითარება თეთრიწყაროში -15 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება, მასწავლებლებს გეგმიური ტესტირებები კი ჩვეულ რეჟიმში უტარდებათ – ამის შესახებ TV4-ს თეთრიწაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

შესაბამისად, თეთრიწყაროს სკოლებსა და ბაღებში სწავლა ტრადიციული მოდელით, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

როგორც ჯანდაცვაში ამბობენ, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, 20 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

თეთრიწყაროს სამედიცინო პერსონალის ნაწილი კოვიდ ვაქცინით უკვე აიცრა. ზუსტ რიცხვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვერ ასახელებენ, რადგან მუნიციპალიტეტიდან ვაქცინის დოზები გაიტანეს და იმუნიზაცია მხოლოდ  რეგიონის მრავალპროფილურ კლინიკებში გრძელდება.

ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდვაქცინაცია რუსთავშის გარდაბნისა  და მარნეულის მრავალპროფილურ კლინიკებშია შესაძლებელი.