ეპიდვითარება საქართველოში 1-ელ აპრილს

საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 437 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 712 ტესტი.კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,74 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,64 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 282 260 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 604 გამოჯანმრთელდა, 3 785 კი გარდაიცვალა.