“ეშმაკი დეტალებშია”- სააკაშვილი მიშელის ახალ დოკუმენტზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში მთავარი კითხვაა “ვინ დაითვლის ხმებს”.

შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტის ამ ნაწილზე საუბრობს.

„ძალიან მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია, რომ “ოცნებამ” აღიარა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენ ვიცით, რომ წინა არჩევნები იყო გაყალბებული და მოპარული ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი.

მეორე საკითხზე საუბრისას, აქ არის ეშმაკი დეტალებში: ჯერ ერთი გაუგებარია, რატომ არის 43% და და არა 50%. თუ უმრავლესობის მხარდაჭერაზეა საუბარი, 43% რა არის, ვვაჭრობთ?

მეორე კითხვა, რომელიც მაქვს და ეს არის უბრალოდ კითხვა, რომელიც ყველამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს, ვისაც შეთანხმება უნდა: ვთქვათ, 43%. ეს 43% ვინ უნდა დაითვალოს? ისევ თამარ ჟვანიამ?,“ — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ დანიშნული პირებით, შესაბამისად, ის ხმებს ობიექტურად არ დაითვლის. ამის გამოსასწორებლად კი რამდენიმე საშუალება არსებობს, მათ შორის, კომისიის ისე დაკომპლექტებაა, როგორც ეს ბალკანეთის ქვეყნებსა და უკრაინაში ხდება.

„კომისია, სადაც 3 წევრს ირჩევს დასავლეთი, სამ წევრს მთავრობა და სამი წევრი დანიშნულია ოპოზიციის მიერ. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ცესკოში მივიღებთ ხალხს, ვინც ობიექტურად დათვლის ხმებს,“ — აცხადებს სააკაშვილი და ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ელექტრონული კენჭისყრა