მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 22 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება.

“საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება 22 აპრილის ჩათვლით, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. არ გამოვრიცხავთ, რომ 21-22 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან აღინიშნოს სეტყვაც და ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.

19-20 აპრილს მთლიანად საქართველოში მაღალ ტემპერატურას ვინარჩუნებთ +26+28 გრადუსი დაფიქსირდება დაბლობ რაიონებში, მთაში +20+22 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში დაახლოებით +11+16 გრადუსამდე დათბება.

22-23 აპრილს ჰაერის ტემპერატურა იკლებს, აციება არ ხდება, მაგრამ დასავლეთ საქართველოში დაიკლებს +16+18 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, დედაქალაში და კახეთის რეგიონში 21 აპრილს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს +27-დან +29 გრადუსამდე.

24-25 აპრილს კვლავ დასავლეთში კვლავ უნალექო ამინდია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო,” – განაცხადა დოდო გვაზავამ.