ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმროს ტერიტორია დატოვეს

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა სასტუმრო, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, დატოვა.

პოზნერი თანმხლებ პირებთან ერთად ტერიტორიიდან ავტობუსით წავიდა.

აქციის მონაწილეებმა რუსი ჟურნალისტი შეძახილებით – ,„რუსეთი ოკუპანტია“ საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე გააცილეს.