ვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა

პოზნერმა რუსეთის 50-კაციან დელეგაციასთან ერთად საქართველო უკვე დატოვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის “ვიაიპ” გასასვლელთან რუს ჟურნალისტსა და მის მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ, რომლებიც ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების თვითმფრინავით გაფრენას ელოდებოდნენ.

როგორც რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა “რია ნოვოსტისთან” საუბარში განაცხადა, იგი თბილისიდან უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ახლა მან საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ აეროპორტში მისვლამდე რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მის სტუმრებთან ერთად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა. მათ სასტუმრო აქტივისტების შეძახილების ფონზე პოლიციის კორდონის საშუალებით, ავტობუსით დატოვეს.