კომპანია „ენკას“ თანამშრომელს თავს დაესხნენ – ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობა “ენკას” თანამშრომელს სატვირთო ავტომობილით გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდა. მათ ავტომობილს ქვები ესროლეს და მძღოლს სიტყვიერ შეურაცყოფა მიაყენეს.
რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება. პროტესტი რამდენიმე თვეა გრძელდება.