ლანჩხუთში, ტყეში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ლანჩხუთში, ტყეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მოკლულია, მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.