თეა წულუკიანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო.

პირველი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან გაიმართა. იგი მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობას და პრიორიტეტად 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდები დაასახელა.