ქვემო ქართლში კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ორ ობიექტს მუშაობის უფლება შეუჩერდა

მიმდინარე წლის მარტში ქვემო ქართლში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 130-მდე ობიექტი შეამოწმა. უწყების უფლებამოსილმა თანამშრომლებმა მონიტორინგი ბაზრობების, მაღაზიებისა და თონეების პროდუქციაზე ჩაატარეს. შემოწმდა პროდუქტის ვარგისიანობა და ვადები. სურსათის 40-მდე ნიმუში მომზადდა ლაბორატორიული კვლევებისთვის.

დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე მუშაობის უფლება შეუჩერდა პურფუნთუშეულის მწარმოებელ კომპანიას.

ამასთან, რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის ინფორმაციით, სააგენტო ცხოველებიდან ადამიანებზე გადამდები დაავადებების პრევენციისთვის პირუტყვის ვაქცინაციას აქტიურ რეჟიმში აწარმოებს.