თეთრიწყაროში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თეთრიწყაროში კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე,  9 აპრილის მემორიალთან ღონისძიება გაიმართა. ფოლკლორული ანსაბლის „გუდარეხის“ და საბავშვო თეატრალური სტუდიის მოსწავლეებმა  თემატური პერფორმანსი წარმოადგინეს, სპექტაკლიდან – „გვახსოვდეს.“ 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინითა და ტიტებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი  უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.