იმნაძე: ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე კარგად მუშაობს

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში კარგად მუშაობს.

მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, კვლევები გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე, არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს შემახსენებელი ვაქცინაცია.

„ქვეყნებში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. დღეისათვის იმის თქმა, რამდენ ხანს დარჩება იმუნიტეტი, ერთი წელი მაინც თუ იქნება, ეს მომავალი წლის დეკემბრამდე მაინც უნდა ვნახოთ. ეს კვლევები, რა თქმა უნდა, მუდმივად მიდის, მაგრამ ერთ-ერთი მოსაზრება არის, რომ შეიძლება შემახსენებელი ვაქცინაცია დასჭირდეს ადამიანს.

იგივე გრიპს თუ ავიღებთ, ვიცით, რომ თითქმის ყოველწლიურად გრიპზე თავიდან უნდა აიცრას ადამიანი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.