იმუშავებს თუ არა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები უქმე დღეებში

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის განცხადებით, უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს. მისივე თქმით, აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საფლავებზე გასვლას შეეხება.

„უქმე დღეების დროს, რომელიც დღეიდან 12 მაისის ჩათვლით იქნება, არის ორი დამატებითი შეზღუდვა. პირველი- ეს არის 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და მეორე, 2-დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე” -განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შემოღებული იქნება ქვეყანაში, დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.