იტალიაში სააღდგომო დღესასწაულისთვის მკაცრი კარანტინი ამოქმედდა

სააღდგომო დღესასწაულისთვის იტალიაში სამდღიანი მკაცრი კარანტინი ამოქმედდა და ქვეყნის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა.

განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე აკრძალულია გადაადგილება. დახურულია არასასურსათო მაღაზიები, კაფეები და რესტორნები კი მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობენ.

სააღდგომო სადილზე დასაშვებია ოჯახში მხოლოდ ორი ადამიანის სტუმრობა. ეკლესიები ღიაა, თუმცა მომლოცველებს მოუწოდეს სასულიერო მსახურებას საკუთარ რეგიონებში დაესწრონ. უკვე მეორედ, რომის პაპი ფრანცისკე სააღდგომო მესას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე აღავლენს.

აღდგომის შემდეგ იტალიის ზოგიერთ რეგიონში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, თუმცა გარკვეული ამკრძალავი ზომები თვის ბოლომდე დარჩება ძალაში.