კახა კალაძემ კლინიკა დატოვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ კლინიკა დატოვა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ის თავს უკეთ გრძნობს, თუმცა გარკვეული პერიოდი მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

„პირველ როგში, მინდა, მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. კონკრეტულად მინდა დავასახელო ექიმები, ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი და ყველა, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ძალიან დიდი მადლობა. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, უკეთესად ვგრძნობ თავს, თუმცა გარკბეული დღეების განმავლობაში სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა“, – განაცხადა კალაძემ.