კობახიძე დეპუტატებზე, რომლებიც “გახარიას” შეუერთდნენ: არ იყო სწორი ქცევა

როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 6 დეპუტატზე განაცხადა, რომლებიც “გახარიას გუნდს” შეუერთდნენ.

“სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ქცევა, მოქმედება, რაც ჩვენ ვიხილეთ, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის, იმ მიზეზის გამოც, რომ მანამდე არ ყოფილა არავითარი საუბარი, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით.

როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება, შესაბამისად, ჰქონდა ამ ყველაფერს არასწორი დასაწყისი და მე მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება”,- აღნიშნა კობახიძემ