კორონავირუსის 1 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ჩატარდა 29 487 ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26, ბოლო 14 დღის – 4,39, ბოლო შვიდი დღის – 4,63.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 307 401 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 288 816 გამოჯანმრთელდა, 4 077 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 41 801 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 706.