ლესბოსელ წყვილს არასრულწლოვნის თანდასწრებით მამაკაცი თავს დაესხა

თბილისში ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას “თბილისი პრაიდი” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა დაზარალებულთა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა. მიზეზად ჰომოფობიური ნიადაგი სახელდება.

სამოქალაქო მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

თავდამსხმელი დაკავებულია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე (იძულება), 151-ე (მუქარა) და 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა) მუხლებითაა დაწყებული.