მამაკაცმა ორსული ცოლი სცემა

თბილისში 30 წლამდე კაცმა ცოლი სცემა და ხელი მოტეხა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.

ქალი 3 თვის ორსულია. დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცი იმ დღესვე დააკავეს, მას ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.