“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მისი პარტია საკანონმდებლო ორგანოს გამოიყენებს, როგორც ოფისს წინასაარჩევნო კამპანიისთვის.
მისივე განცხადებით, მათ მიერ პარლამენტში მისვლა არის სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმა.
“ფაქტობრივად, ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმა. ორი ოფისი გვაქვს, ერთი აქ, ერთი აქვე, რამდენიმე ასეულ მეტრში. ოპოზიცია რეგიონებში მიდის საარჩევნო კამპანიისთვის, ჩვენ ამის არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი. ჩვენ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის როგორც ჩვენს პლაცდარმს,”-განაცხადა მეგრელიშვილმა.