მეუფე იაკობი: ახალი წესები მყარდება, ხალხის დაშორებაზე მიდის საუბარი

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესიიდან კორონავირუსი არ ვრცელდება.

როგორც სასულიერო პირმა ქადაგებისას განაცხადა, ვინც მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, ბოროტებას სჩადის.

“ფაქტობრივად საომარი სიტუაციაა, იცით, რომ შარშან ამ დროს ამაყად იძახოდნენ ზოგიერთები, რომ არ მივდივართ ეკლესიაში, დავრჩეთ სახლში, როცა ერში პირველი კაცი ხარ, შენდობას ვითხოვ და მასეთი ბოროტება არ უნდა იძახო. თუ არა გწამს გაიწიე გვერდზე და წადი, თუ მორწმუნე ხარ მით უმეტეს მასეთი სისულელე არ უნდა თქვა და ხალხს შენ, თუ არ გინდა ცხონება ხალხსაც არ უნდა მოუწოდო წარწყმედისკენ.

ჩვენ ყოველთვის მკაცრი ვიქნებით ნებისმიერის მიმართ, რომელიც შეეხება ჩვენს სარწმუნოებას, ვინც არ უნდა იყოს ის, ეგ ვიცოდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. უფალმა, როგორ ინება შარშან დავდიოდით და ეკლესიიდან საერთოდ გავრცელება არ ყოფილა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით ღმერთისგან გაფრთხილებული ვიყავით. მასე ბოლომდე თუ არ დავიცავდით, საზღვრების ჩაკეტვა უშველიდა? ახლა რატომ ვრცელდება ხო. გავხსენით საზღვრები, თუ რას ვაკეთებთ.

ღმერთმა დაგვიფარა მაშინ და მერე ჩვენი ცუდი საქციელების გამო იმოდენა სიკვდილიანობაც ვნახეთ და დღესაც ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ, რომ ეს ფაქტიურად ახალი მსოფლიო ომია, ახალი წესები მყარდება. ხო ხედავთ ხალხის დაშორებაზე მიდის საუბარი. ყველანი, რომ სახლებში შევიდნენ რამოდენა პრობლემა შეიქმნა.

არ აქვს მნიშვნელობა ეპისკოპოსი ხარ, ერისკაცი, თუ მღვდელი, თუ ვინც არ უნდა იყო ყველა ერთმანეთის მსახურები უნდა ვიყოთ. თუ გულში გაქვს, რომ ან უპირატესი იყო ან პირველი იყო მაშინაც გეუბნება როგორ უნდა მოიქცე, თუმცა მე პირადად იმითაც მადლიერი ვარ ვინც ვარ რაც ვარ.

ხარისხი ღმერთმაც იცის ცხოვრებაში არმდომებია, თუმცა პარიზშიც ვარ ნამყოფი, მაგრამ მთავარია საქართველოშ დავიბადე. რელიგიის არჩევანიც არ გვაქვს ქართველებს პირდაპირ ჩვენს გულებში ქრისტეა. მართლმადიდებლები ვართ და ყველაფრისთვის ამისთვის მადლობა ღმერთს.

ღმერთმა დაგლოცოთ და ფრთხილად ვიყოთ, დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ფრთხილად ვიყოთ, რომ რაღაც შეცდომები არ დავუშვათ და მე მინდა, რომ ჩვენი ერიც და სხვა ერბიც ღირსეულად გამოვიდეთ და სხვების შეცდომებზე ვსწავლობდეთ,”- განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.