„ნამახვანჰესის“ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს

რიონის ხეობაში, სადაც მოსახლეობა „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ 2 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

რიონის ხეობის მცველები ინვესტორის ხეობიდან გასვლას, სამუშაოების შეჩერებასა და გასხვისებული მიწების დაბრუნებას ითხოვენ.

კომპანიის ახალი დირექტორის და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრა დღეს უშედეგოდ დასრულდა. მერაბ ლომინაძემ პროექტის მოწინააღმდეგეებს რამდენჯერმე განუმარტა, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება, ვიდრე ყველა კვლევა არ გადამოწმდება.