„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ორბელიანების სასახლესთან აქციას მართავენ

ხმაურია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ორბელიანის სასახლესთან აქცია იმართება, სადაც “ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები სკანდირებდნენ “მონას”.

აქტივისტებს აინტერესებდათ, რატომ მოაწერა დოკუმენტს ხელი ოპოზიციამ. მათი თქმით,  მთავარი, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება  კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ეს პოლიტიკოსები, რომლებიც შიგნით არიან, ახლა ღალატობენ ქართველ ხალხს, რომლებიც ამის ღირსი არ არიან. 15 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრი ვიქნებით, რომლებიც როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც შიგნით არიან და ქართველი ხალხის ღალატს ხელი მოაწერეს, დავასრულებთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.