ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელაის სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესი 13 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შეამდგომლობა ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ.

საქალაქო სასამართლოში შემდეგ სხდომას თავად ნიკა მელიაც დაესწრება.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოსთან, მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყვნენ შეკრებილები. სასამართლო პროცესი აქციისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.