რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი “რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციას ხვდებიან.
ნინო ლაცაბიძე და ალექსანდრე დალაქიშვილი “რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელ პირებს ამ წუთებში ხვდებიან.
შეგახსენებთ, მეორე დღეა “რუსთავის აზოტის” თანამშრომლები საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. გაფიცულები სახელფასო ანაზღაურების 50%-ით გაზრდას ითხოვენ. დღეს უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა აქციის მონაწილეებსა და საწარმოს დირექციას შორის. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა “რუსთავის აზოტმა.