ობიექტებს, სადაც დასაქმებულების 80% ვაქცინირებულია, შესაძლოა ნიშანი მიენიჭოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ობიექტებს, სადაც დასაქმებულების 80% ვაქცინირებულია, შესაძლოა, გარკვეული ნიშანი მიენიჭოს.

“რაც შეეხება ვაქცინაციის პრომოციას, ბევრი ქვეყანა უკვე იყენებს დადებით სტიმულებს, რათა წახალისდეს ბიზნესგარემოში ვაქცინაციის პროცესი. ამ შემთხვევაში ვაქცინირებულთა რაოდენობის მიხედვით შესაძლო,ა ჩვენც ვიფიქროთ იმაზე, რომ იმ დაწესებულებას, სადაც დასაქმებულების 80% იქნება ვაქცინირებული, მიენიჭოს გარკვეული ნიშანი. ეს არის გარკვეული კონცეფცია, რომელიც დამუშავებადია. ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებასაც გავითვალისწინებთ” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.