ოთხი ადამიანის გარდაცვალება – საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, სადაც მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  აქციას პერფორმანსის სახე ჰქონდა, მონაწილეებმა ენგურში გარდაცვლილთა სულების უკვდავსაყოფად სიმბოლურად ყვავილები გაუშვეს.

აქტივისტები მომხდარში როგორც აფხაზურ, ისე ქართული მხარეს ადანაშაულებენ. მათი თქმით, სავალდებულო კარანტინის არარსებობის შემთხვევაში, ტრაგედია არ მოხდებოდა.

ოთხივე გარდაცვლილის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა. ერთი უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს, ხოლო დანარჩენი სამი ზუგდიდში, ნათესავის სახლშია, დასვენებული და მათი გადასვენება უახლოეს საათებში მოხდება.