ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ბოძები დაამონტაჟეს

რუსი ოკუპანტები თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან გამოჩნდნენ და უკანონო ინსტალაციებს ამონტაჟებენ. 

თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან მათ ტახტისძირიდან გადმოინაცვლეს, სადაც რამდენიმე დღის წინ მავთულხლართები 2 მეტრით გადმოწიეს.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, რადგან მათ ჯერ არ იციან საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ რა ფართობის ოკუპაცია მოხდება ამჯერად.