ომბუდსმენი პოზნერის ვიზიტზე: ჩნდება განცდა, რომ არსებობს შერჩევითი დამოკიდებულება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით ჩნდება განცდა, რომ არსებობს გარკვეული შერჩევითი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანების მიმართ.

“შესწავლის საგანია ჯერ ჰქონდა თუ არა ამ პირებს შესაბამისი ნებართვა, თუ არ ჰქონდათ, მაშინ რატომ ვერ გამოავლინა შესაბამისმა უწყებებმა, რატომ მოხდა მისი იდენტიფიცირება მხოლოდ მედიის მიერ საჯაროდ ამ ფაქტის გასაჯაროვების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩნდება განცდა, რომ არსებობს გარკვეული შერჩევითი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანების მიმართ. ფაქტია, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორებს ჰქონდათ განცდა, რომ მათ პრობლემები არ შეექმნებოდათ და რა თქმა უნდა, ძალიან სამართლიანი იყო საზოგადოების პროტესტი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.