23 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს 09:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, აზოტის, ჯავახიშვილის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე; 10:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კაპანახჩი, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, კრწანისი, მთის ძირი, თელეთი, მუხროვანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, გუნიაკალა, დარაკოვი, სანთა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, საჯა, ბახჩალარი, ორმაშენი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.