პრეზიდენტმა ოკუპაციის სიმბოლო, დათა პაპა მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა სიკვდილის შემდეგ დათა ვანიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში, დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს და დათა ვანიშვილს (სიკვდილის შემდეგ) მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოებს. სახელმწიფო ჯილდო დათა ვანიშვილის ოჯახს გადაეცემა.

დათა ვანიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლი არ მიატოვა და მეუღლესთან ერთად, იქ განაგრძო ცხოვრება. დათა ვანიშვილი ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. დათა პაპა 88 წლის ასაკში, 19 მარტს გარდაიცვალა.