რუსთავის ,,ჭალა_ტყის აღდგენის“ აქცია იმართება(ვიდეო)

რუსთავის ტყე-ჭალაში გამწვანების აქცია მიმდინარეობს. ტყე-ჭალაში 1 000 ძირი ხის ნერგი, მათ შორის აკაცია, კაკალი, ნუში, მუხა, ფიჭვი და თელა დაირგვება.

გამწვანების აქციაში მონაწილეობას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და რუსთაველი ეკო აქტივისტები იღებენ.

ასევე, ეკო აქტივობაში ჩართულები არიან ქვემო ქართლში სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინოსტრომ ,,რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა დაამტკიცა”. მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა, ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონში რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

რუსთავის მუნიციპალიტეტმა, ეკოლოგიური პროექტები, 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტში გაითვალისწინა. აქცია_ ,,რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა”, რუსთავში ახალი ეკო პროექტების დასაწყისი იქნება.​