რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის

დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყენაში აცრილია 20 622 ადამიანი, გუშინ 928 ადამიანი აიცრა, ბოლო 1 კვირის განმავლობაში კი საშუალო რაოდენობა 1200-ის ფარგლებშია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედევად იმისა, რომ აცრილთა რაოდენობა 1000-ზე მეტია, ეს მაინც საჭიროზე მცირეა.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3-დან 4 000-მდე ყოველდღიურად იმისთვის, რომ მარტ-აპრილში გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.