რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში 11 603 ადამიანია აცრილი. როგორც იცით, დიდი ტრაგედიის, ექთნის გარდაცვალების შემდეგ, გარკვეული ჩავარდნა იყო. დღეში, საშუალოდ, 1 000-ზე ოდნავ მეტი აცრა გვაქვს, მაგრამ ეს ცოტაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე დაასახელა ერთ დღეში აცრილთა საშუალო რაოდენობა, რომელიც საჭიროა პანდემიის დასამარცხებლად.

„ამ ეტაპზე, სულ მცირე, 3 000 აცრა გვჭირდება დღეში. ვაქცინა უკვე საკმარისი არის: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ და უკვე შემოგვემატა ჩინური „სინოფარმი“. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია აცრილთა რაოდენობის გაზრდა. მაქსიმალურად მინიმალური დანაკარგით უნდა ავცრათ მოსახლეობა. გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანო გადანერგილი პირები ჩაერთვებიან.