საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა.დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 024 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,94 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,72 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 308 834 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 289 976 გამოჯანმრთელდა, 4 095 კი გარდაიცვალა.









