როდის დაიწყება „ფაიზერით“ ვაქცინაციის მეორე ეტაპი?

საქართველოს მასშტაბით, „ფაიზერით“ ვაქცინაციის მეორე ეტაპი მიმდინარე კვირაში დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად ოფიციალურ პორტალზე ჩაეწერონ.

ვაქცინის გამოსაყენებლად პირებმა ის დაწესებულება უნდა აირჩიონ, რომელშიც ასაცრელი პირველი დოზა უკვე გამოიყენეს.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.