ამინდის პროგნოზი – როდის გამოიდარებს საქართველოში

13 აპრილს რუსთავში დღისით ჰაერის +16 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +8 გრადუსია. დედაქალაქშიც უხვი ნალექია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში წვიმა და +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმა, ღამით კი +6 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც იწვიმებს. +10 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღე და +11 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით +6 იქნება. სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით ნალექსა და +14 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

გორშიც ნალექია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +7 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით წვიმა და +16 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.