“რუსთავის აზოტში” დასაქმებულებმა საწარმოში შესასვლელი გზა გადაკეტეს

რუსთავის აზოტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ქარხანაში შესასვლელი გზა გადაკეტეს. 

“რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლებისა და საწარმოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა 20- კაციანმა ჯგუფმა განაცხადა, კომპანია მათ მოთხოვნებს არ დათანხმდა. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.მათი განცხადებით, საწარმოს თანამშრომლები კომპრომისზე წავიდნენ და შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლების გარეშე შევიდნენ, თუმცა კომპანიამ მათი ინტერესები არცერთ ნაწილში არ გაითვალისიწინა.

“ქარხანაში კაციშვილი აღარ იქნება, ავტომატურად გაჩერდება საწარმო. არ შევწყვეტთ პროტესტს, არანაირ დათმობაზე არ მოდიან. ძალას ანახებს ხალხი, როგორ უნდა. ხალხი ყველანაირად შრომობდა, რომ საწარმო არ გაჩერებულიყო, ისინი კი არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ.”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.