ფოტო: ipn
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მივიდნენ. ახალგაზრული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დღეს ნიკა მელიას გათავისუფლებას არ ელოდნენ, აქცია კი მელიას გასამხნევებლად გამართეს.
„ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური პატიმარი ნიკა მელიას გამოშვება“, – განაცხადა ნიკა ნოზაძემ.