რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების N25 ფილიალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიკეტა.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში TV4-ს განუცხადეს, კორონავირუსი ბაღის ორ აღსაზრდელს, სხვადასხვა ჯგუფში დაუდასტურდა, რის გამოც ჯანდაცვის ცენტრმა ბაღის დაკეტვის რეკომენდაცია გასცა.
გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ბაღი ორი კვირის განმავლობაში იქნება დაკეტილი.
ამასთან, კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო, დაკეტილია რუსთავის მე-18 სააღმზრდელო დაწესებულებაც. ფილიალში ვირუსი ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა.
ეკა ხუციშვილის ცნობით, გაერთიანების სხვა ფილიალებში კოვიდვირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.