რუსთავმა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლა

რუსთავში ქვემო ქართლის ღია რეგიონალური ჩემპიონატი გაიმართა.

შეჯიბრი 2006-2007-2008 წლებში დაბადებულს სპორტსმენებს შორის გაიმართა. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ინფორმაციისთვის, ქვემო ქართლის ღია რეგიონალური ჩემპიონატი ტრადიციულია და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ყოველ წელს ატარებს. ტურნირი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის, ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქის პეტრე ჯაოშვილის სახელს ატარებს.