რუსთავში ახლადრეაბილტირებული ლიტერატურული სკვერი გაიხსნა.
ლიტერატურული სკვერის რეაბილიტაცია რუსთავის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაასრულა.
პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორ სხვა მცირე რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, 191 585 ლარით დაფინანსდა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო ლაცაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.