რუსთავში მორიგი გამწვანების აქცია გაიმართა. ეკო აქტივობის ფარგლებში 50-მდე ფიჭვის ხის ნერგი დაირგო ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩაპაევის N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამწვანების აქცია ტრადიციულად “რუსთავსერვის ცენტრის” ინიციატივით ჩატარდა პროექტის “ეკო რუსთავი” ფარგლებში.
გამწვანების ღონისძიებაში რუსთავის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.