სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

აქციაზე შეკრებილები ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ოპოზიციონერები, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ვახშამზე იმყოფებიან, რაც მათთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზეიმო ვახშამი ახლახანს დასრულდა. შარლ მიშელთან ერთად, სალომე ზურაბაშვილს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრებიც ესტუმრნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.