საპატრიარქოსთან მრევლის ნაწილი პატრიარქის მხარდასაჭერად შეიკრიბა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ამ ფორმით ილია მეორეს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხებული ნაწილისგან იცავენ.
“მე დღეს ომში ვარ, საქრისტიანოს ვიცავ ლენინისაგან. პეტრე ცაავა ლენინია ანაფორაში შტურმს აპირებს. მართლაც და უზნეო კაცია,”-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მიმდინარე აქციაზე მხარდასაჭრად მაღალი იერარქებიც მივიდნენ. პარალელურად საპატრიარქოში საგანგებო თათბირი იმართება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არის საქრისტიანო ომი და ამ ომში პატრიარქის ღირსება უნდა იყოს დაცული.