სარჯველაძე ნიკა მელიაზე: ამინისტია ერთგვარი პატიების ჟესტია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მეორე ხარისხოვანია, თუ როგორ იქნება ამნისტიის აღქმა სხვადასხვა პირთა მხრიდან.

“ამნისტია, როგორც მექანიზმი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ეს არის ერთგვარი პატიების ჟესტი. კონკრეტულ შემთხვევაში როგორ გავრცელდება და როგორი იქნება სხვადასხვა პირთა მხრიდან აღქმა, ეს მეორე ხარისხოვანია. მნიშვნელოვანია რომ შესრულდეს ის დებულებები რომელიც განსაზღვრულია შეთანხმებით,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.